ყველა ის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა ივანიშვილის მმართველობის დროს, ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება და მავნებლობა, ლეგიტიმური ბოღმა, რომელიც დაგროვდა მოქალაქეების ნაწილში ყველაფერი აკუმულირდება ”რუსთავი 2”-ის საქმეში და ამოხეთქავს თუ კი ივანიშვილის რეჟიმმა უახლოეს პერიოდში დრამატული ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრმა გიგა ბოკერიამ ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის თვალსაზრისით.
,,ჩვენ მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საკითხზე. ძალიან სახიფათო თამაშშია შესული ივანიშვილი და მისი გუნდი იმისთვის, რომ თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულოს ”რუსთავი 2”-ის ჩახშობის. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებს თუ შემდეგი ნაბიჯი მოჰყვა, შეიძლება, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, ნუ ეგონებათ, რომ ამ ნაბიჯებით შეძლებენ ამ ამბის გაპარებას და რეაქცია არ მოჰყვება. ყველა ის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა ივანიშვილის მმართველობის დროს, ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება და მავნებლობა, ლეგიტიმური ბოღმა, რომელიც დაგროვდა მოქალაქეების ნაწილში ყველაფერი აკუმულირდება ”რუსთავი 2”-ის საქმეში და ამოხეთქავს თუ კი ივანიშვილის რეჟიმმა უახლოეს პერიოდში დრამატული ნაბიჯი გადადგა’’, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.