სოციოლოგი ქიბერ ხალვაშის ადვოკატის საგანგებო განცხადებას ლოგიკურს უწოდებს

სოციოლოგი ქიბერ ხალვაშის ადვოკატის საგანგებო განცხადებას ლოგიკურს უწოდებს

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ლოგიკურს უწოდებს ადვოკატ პაატა სალიას საგანგებო განცხადებას, რომელშიც საუბარი "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებას და სასამართლოზე შესაძლო ზეწოლას ეხება.

ამის შესახებ გორგილაძემ "პირველს" სატელეფონო საუბარში უთხრა.

"ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საქართველოში ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატია, მის მიერ გაკეთებული განცხადება მომეჩვენა, რომ არგუმენტირებული და ლოგიკურია. აბსოლუტურად გასაგებია, როდესაც ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული სირთულის არარსებობის მიუხედავად, "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ასევე ჩემთვის გასაგებია, მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვის აბავიც.  მოკლედ, გასაგებია. ყველაფერი კონკრეტულად არის ნათქვამი სალიას განცხადებაში", - განაცხადა გორგილაძემ.

16 თებერვალს, ქიბერ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სამაუწყელო კომპანია "რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სირთულის არარსებობის მიუხედავად, "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ქიბერ ხალვაშის ადვოკატი ასევე შეეხო გვარამია-ახვლედიანის მხრიდან  მოსამაართლეების შესაძლო მოსყიდვის თემას. 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში 2005 წლის დეკემბრამდე, "რუსთავი 2"-ის წილის 90%–ის მფლობელი იყო. ხალვაში ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად სასამართლო დავას აწარმოებს.