როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი

როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი

როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე მოინახულა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა „სპეკულაციები“ უწოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე ოპოზიციის შეფასებებს.

„ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება სამშობლოში. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებთ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ უადგილოა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ.

მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.