საქართველოში 18 თებერვლამდე თოვა შენარჩუნდება

საქართველოში 18 თებერვლამდე თოვა შენარჩუნდება

საქართველოს უმეტეს რაიონში, 18 თებერვლამდე თოვა შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე, წუხელ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელება დაიწყო, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვს.

დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. შედეგად, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. თბილისში კი, ქარის სიჩქარე წამში დროგამოშვებით 17-22 მეტრი იქნება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, ღამით ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან. თბილისში იქნება მცირე თოვლი. ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი.

18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -3; +2 გრადუსი იქნება; დღისით -1;+4 გრადუსი; მთაში - -8; -3 გრადუსი; დღისით - -5;0 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -14;-9 გრადუსი; დღისით - -8;-3 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -9-4 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -13 გრადუსი იქნება, დღისით - -1;+4 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -17;-12 გრადუსი; დღისით -7;-2; მაღალმთაში - -18;-13 გრადუსი, ზოგან -25 გრადუსამდე; დღისით - -11;-6 გრადუსი;

თბილისში ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი; დღისით +3 გრადუსი.

18 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -7;-2 გრადუსი იქნება; დღისით 5;10 გრადუსი; მთაში - -13;-8 გრადუსი; დღისით - -1;4 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -20;-15; დღისით - -4;+1;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -8;-3 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -16 გრადუსი იქნება, დღისით - 0;5 გრადუსი; მთაში ღამით მოსალოდნელია -18;-13 გრადუსი; დღისით -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში - -20;-15 გრადუსი, ზოგან -26 გრადუსამდე; დღისით - -8;-3 გრადუსი;

თბილისში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; დღისით 4 გრადუსი.