რადგან დეკანოზი ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ ამის საფუძველი აქვს

რადგან დეკანოზი ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ ამის საფუძველი აქვს

თუ ოჯახის უსაფრთხოების დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ აქვს ამის საფუძველი, - აღნიშნული განცხადება დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დედამ ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, დაჭერის დღიდან დღემდე ოჯახში მხოლოდ ახლობლები მიდიან.

"მინდა, რომ ხელახლა გავრცელდეს, რაც ჩემს პირველ ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც მამა გიორგის დაჭერის ამბავი გავიგე, იმ დღიდან არც ერთი ძალოვანი ამ სახლში არ შემოსულა, ეს ქვეტექსტი ამოჭრილია და ძალიან ბევრმა სხვანაირად გაიგო, რომელი დღიდან? რა დღიდან? - კითხულობს ყველა. რადგან დეკანოზი მისი ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ ამის საფუძველი აქვს. გეტყვით, რომ ჩვენ ღამეები არ გვძინავს, არავინ შემოსულა და გასულა ჩვენი ახლობლების გარდა", -განაცხადა დეკანოზის დედამ.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს.