თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც „რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა, მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსი და კითხვები ძირითად აქედან გამომდინარეობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, კითხვები არ დასმულა აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევას ეხება. გამოძიებას მხოლოდ ფარულ აუდიო ჩანაწერში არსებული საუბრის შინაარსი აინტერესებდა.

გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ავთენტურობადადასტურებული ჩანაწერი დამონტაჟებულია“.

ნიკა გვარამიას თქმით, ის თავადაც მოკლებულია შესაძლებლობას ალტერნატიული ექსპერტიზა საქართველოში ჩაატაროს, რადგან შსს-მ კომპლექსური ექსპერტიზა ჩაატარა და მაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მონაწილეობდა.