საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს

საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს

საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ევროკავშირის მხარდაჭერა და თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გაძლიერდება. გავეცანი საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო გეგმებს, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ცვლილებები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვთვლით, რომ რეფორმების ტემპი კარგია, საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს. მივესალმებით ასევე, ევროპულ პარტიებთან კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს რეფორმების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების წარმატებული განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.