აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიან, აშშ-მა შესაძლოა მათთან ურთიერთობა შეცვალოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიან, აშშ-მა შესაძლოა მათთან ურთიერთობა შეცვალოს

ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ისინი არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, აშშ-მა შესაძლოა მათთან ურთიერთობა შეცვალოს. 

„უნდა განგიმარტოთ პოლიტიკური რეალობა აშშ-ში და გადმოგცეთ ჩემი ქვეყნის, ხალხის სამართლიანი მოთხოვნა. ამერიკა შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ თუ თქვენს ქვეყნებს არ უნდათ, რომ ამერიკამ შეცვალოს ალიანსისადმი აღებული თავისი ვალდებულებები, თითოეულ თქვენთაგანმა უნდა აჩვენოს მხარდაჭერა ჩვენი საერთო თავდაცვისუნარიანობისთვის“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა. 

„ამერიკელი გადამხდელები მეტი არ გაიღებენ არაპროპორციულ წილს დასავლური ღირებულებების დაცვაში. ამერიკელებს არ შეუძლიათ უფრო მეტად იზრუნონ თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე, ვიდრე თქვენ ზრუნავთ. სამხედრო მზადყოფნის უგულვებელყოფა აჩვენებს უპატივცემულობას ჩვენი თავისადმი, ალიანსისადმი და იმ თავისუფლებებისადმი, რომელიც ახლა საფრთხის ქვეშაა“, - დასძინა ჯეიმს მეტისმა. 

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს წამყვანი ქვეყნები არ ხარჯავენ თავდაცვაზე მინიმალურ მშპ-ს 2%-იან განაკვეთს. მხოლოდ ხუთი ქვეყანა, აშშ, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმს. აშშ-ს ნატო-ს თავდაცვით ბიუჯეტში თავისი მშპ-ს 3.6% შეაქვს.