არსებული ინფორმაციით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არაოფიციალური ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.
როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.
არხის ინფორმაციით, დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას მთავარ პროკურატურაში ცდილობს, თუმცა პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.