ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გუშინ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ.
ისინი „ბიბლუსი გალერეაში“ განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი ჩაიშალა.