საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, პატრიარქთან შესახვედრად ჩადის.