საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებეთა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიძლიერემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 53-კმ-ში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბუხალთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:37 საათზე დაფიქსირდა.