საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ახალი ავტომობილების შეძენა მოხდება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს "ავტოპარკი" მოძველებულია და მათი შენახვა ხარჯს უკავშირდება.
"ყველა წევრს ახალი ავტომობილი ეყოლება, რადგან ძველი ავტოპარკი სრულიად ამორტიზებული იყო და შესაბამისად, მის შენახვაზე ძალიან დიდი ხარჯი მიდიოდა," -განაცხადა თავაძემ.