პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ ”გაოგნებულია”.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში სოსო ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი, ამიტომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
”მამალაძეზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცნობ და დადებითად დავახასიათებ მას. გაოგნებული ვარ. უბრალოდ და არ ვიცი, რა გითხრათ. ბრალდება თუ დაუმტკიცდა, უნდა დაისაჯოს”, - განაცხადა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოებას, სოსო ოხანაშვილის თქმით, უწმინდესის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყო და მომავალშიც ასე იქნება.