მედიის თავისუფლება კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მე არ მაქვს პოზიცია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. მხოლოდ შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენ არ გამოვთქვამთ აზრს იმ პროცესზე, რომელიც ახლა სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს მიმდინარე სასამართლო პროცესზე. მხარს ვუჭერთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეფორმებს ამ კუთხით. უნდა აღვნიშნო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მედიის თავისუფლება. ეს კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.