ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმიანობაში და ეს არაჯანსაღი ვითარება ნელ-ნელა გამოდის სააშკარაოზე

ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმიანობაში და ეს არაჯანსაღი ვითარება ნელ-ნელა გამოდის სააშკარაოზე

ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით და ეს არაჯანსაღი ვითარება ნელ-ნელა გამოდის უკვე სააშკარაოზე, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ამის თაობაზე. ზოგადად, ეკლესიის საკითხი არის საკმაოდ ფრთხილი და ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მათ შორის, ფინანსურად, სხადასხვა სახის ზეწოლით, რასაც ახლა ვხედავთ თუნდაც. დღეს არ ვიცით, რა მოხდა და ათასი ჭორის საფუძველს იძლევა ხელისუფლების მიერ იმ ინფორმაციის დამალვა თუ არასწორი მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც ეკლესიაში დღეს ხდება და რომლის მიზანია, საბოლოოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღება. ვიდრე მათთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი არ იქნება, პროცესებს არ ასაჯაროებენ. ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით და ეს არაჯანსაღი ვითარება ნელ-ნელა გამოდის უკვე სააშკარაოზე”, - განაცხადა გოცირიძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.