იანოშ ჰერმანი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხზე:   იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება

იანოშ ჰერმანი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხზე: იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება

ჩვენ გვესმის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაგრძელება პატრიარქთან და ეკლესიასთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა და იმედი გამოთქვეა, რომ „ყველაფერი კარგად განვითარდება“.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის უწმინდესობას და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მასთან შეხვედრა მქონდა. ევროპელმა ლიდერებმაც მოინახულეს ის, როდესაც თბილისში იყვნენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას. ჩვენ გვესმის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ურთიერთობის გაგრძელება პატრიარქთან და ეკლესიასთან. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება“, - განაცხადა ჰერმანმა.

რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ჰერმანის თქმით, ის ინფორმირებულია ამ საქმეზე სხვადასხვა წყაროდან.

„ასევე, ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქმე არაა დეტალებს ჩავეძიო. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ როგორ ვაფასებ ურთიერთობებს მის უწმინდესობასთან, პატრიარქთან“, - დასძინა იანოშ ჰერმანმა.