რუსეთი არავისთან, მათ შორის აშშ-სთან არ განიხილავს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხს

რუსეთი არავისთან, მათ შორის აშშ-სთან არ განიხილავს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხს

რუსეთი არავისთან, მათ შორის აშშ-სთან არ განიხილავს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„რაც შეეხება ყირიმის დაბრუნებას, ამ თემის განხილვას ადგილი არ ექნება, ვინაიდან შეუძლებელია ამ თემის განხილვა. რუსეთი არ იხილავს თავის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

„რუსეთის პრეზიდენტი მოთმინებით და თანმიმდევრულად უხსნის თავის პარტნიორებს იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ყირიმის მოსახლეობის გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე“, - აღნიშნა მან.

თეთრი სახლის პრესმდივანის შონ სპაისერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას მოელის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს „უკიდურესად მკაცრი პოზიცია უჭირავს რუსეთთან მიმართებაში“. შონ სპაისერის განცხადებით, რუსეთს სანქციები მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ მოეხსნება.