ყირიმი რუსეთის ნაწილია, ნებისმიერი საუბარი, რომელიც ჩვენი ტერიტორიის მოშორებას ეხება, ქვეყნის მთლიანობის შელახვაა

ყირიმი რუსეთის ნაწილია, ნებისმიერი საუბარი, რომელიც ჩვენი ტერიტორიის მოშორებას ეხება, ქვეყნის მთლიანობის შელახვაა

რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საუბრები ყირიმის რუსეთისგან მოშორებაზე ქვეყნის მთლიანობის შელახვას წარმოადგენს.

„ყირიმი რუსეთის ნაწილია. ნებისმიერი საუბარი, რომელიც ჩვენი ტერიტორიის მოშორებას ეხება ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და ტერიტორიის შელახვას წარმოადგენს“, - განაცხადა ვოლოდინმა.

„არ არის საჭირო ამ თემის წამოწევა, რომელიღაცა პრესმდივანმა რაღაცა განაცხადა, კიდევ ვინმე რამეს იტყვის. წინასაარჩევნო პროგრამა უნდა შესრულდეს, წინასაარჩევნო პროგრამაში ყველაფერი ნათქვამი იყო - რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება“, - დასძინა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა.

თეთრი სახლის პრესმდივანის შონ სპაისერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას მოელის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს „უკიდურესად მკაცრი პოზიცია უჭირავს რუსეთთან მიმართებაში“. შონ სპაისერის განცხადებით, რუსეთს სანქციები მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ მოეხსნება.