პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლაში ჩანს ორი მხარე- მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და იაკობის, რომელიც დაახლოებულია პრემიერთან

პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლაში ჩანს ორი მხარე- მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და იაკობის, რომელიც დაახლოებულია პრემიერთან

ატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლაში ჩანს ორი მხარე- მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და იაკობის, რომელიც დაახლოებული პირია პრემიერთან, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თამარ კორძაიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა მნიშვნელოვანი ტენდენცია.

“პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლის პროცესში ჩანს სხვადასხვა მხარე - ეს არის დიმიტრი შიოლაშვილის მხარე, რომლის წრიდანაა დაკავებული დეკანოზი და იაკობის მხარე, რომელიც უცხო არაა, რომ პრემიერთან დაახლოებული პირია. ამის შემდეგ ჩვენ აღარ გვიკვირს პროკურატურის განცხადების შემდეგ პრემიერის განცხადება, როცა მან დაარღვია უდანაშუალობის პრეზუმფცია. დაზაფრული სახეებით მოგვევლინენ მთავრობის წევრები და გვითხრეს ის, რაც პროკურორმა არ თქვა”, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთშერწყმაზე, სარგებელსა და ანგარებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, როცა ხელისუფლება პირდაპირ ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც უნდა იყოს აუცილებლად გამიჯნული”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ” ხელისუფლებისგან მართმადიდებელი ეკლესიის დაფიანსების არსებული პოლიტიკის შეწყვეტა და გადახედვაც მოითხოვა.