დეკანოზის დაკავებაზე ხელისუფლება საზოგადოებას ისეთ ვერსიებს სთავაზობს, რომელიც მას გმირად წარმოაჩენს

დეკანოზის დაკავებაზე ხელისუფლება საზოგადოებას ისეთ ვერსიებს სთავაზობს, რომელიც მას გმირად წარმოაჩენს

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმით ხელისუფლება პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს.

როგოც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება საზოგადოებას ისეთ ვერსიებს სთავაზობს, რომელიც პოლიტიკურად თავად ხელისუფლებისთვის არის მომგებიანი და მას გმირად წარმოაჩენს.

”ნაცვლად იმისა, რომ ბოლო მოუღონ არსებულ მითქმა-მოთქმას და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, ჭორების გავრცელებას უწყობენ ხელს. დღემდე არავინ იცის, რა ხდება რეალურად. დიდი ხანია ხელისუფლება საპატრიარქოს საქმიანობაში ერევა - იქნება ეს ფინანასური თუ სხვა სახით. ჩვენ გვახსოვს საბიუჯეტო დახმარებები მერიიდან, პრემიერის სარეზერვო ფონდიდან, იგივე ბობოყვათის 25 მილიონიანი აგარაკის გადაცემა და ა.შ. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა. დღეს მიმდინარე პროცესებითაც ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების მიღება უნდა”, - აცხადებს რომან გოცირიძე.