ამერიკელები თითქმის თანაბრად გაიყვნენ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის მოწონება-არმოწონების საკითხზე, - აღნიშნულს ცხადყოფს ტელეარხი Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ მათ მოსწონთ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო 47%-სთვის ტრამპის ქმედებები პრეზიდენტის პოსტზე მიუღებელია.
ამავდროულად, პარტიული კუთხით გამოკითხვამ აჩვენა, რომ „რესპუბლიკელების“ 87% იწონებს დონალდ ტრამპის ქმედებებს, ხოლო „დემოკრატების“ 90% - არა.
რესპონდენტთა 50%-მა განაცხადა, რომ მათ სჯერათ, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა, ხოლო 49%-ს არ სჯერა, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.