თეთრი სახლის პრესმდივანი - ტრამპმა ნათლად დააფიქსირა, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და სიტუაციის დეესკალაციას მოელის

თეთრი სახლის პრესმდივანი - ტრამპმა ნათლად დააფიქსირა, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და სიტუაციის დეესკალაციას მოელის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას მოელის, - აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

„პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა ის, რომ რუსეთის მთავრობისგან უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას მოელის. ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას“, - განაცხადა შონ სპაისერმა. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს „უკიდურესად მკაცრი პოზიცია უჭირავს რუსეთთან მიმართებაში“. შონ სპაისერის განცხადებით, რუსეთს სანქციები მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ მოეხსნება.