მამა გიორგი მამალაძე # მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის # მე-6 დაწესებულებიდან უკვე გადაწყვანილია ე.წ. მატროსოვის ციხეში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ.
როგორც ცნობილია, დაკავებულ დეკანოზს გუშინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.