დედა სიდონია - არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოიშორეს იმ გაურკვეველმა ძალებმა, რომელთაც საპატრიარქოში აქვთ ფესვი გადგმული

დედა სიდონია - არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოიშორეს იმ გაურკვეველმა ძალებმა, რომელთაც საპატრიარქოში აქვთ ფესვი გადგმული

არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოიშორეს იმ გაურკვეველმა ძალებმა, რომელთაც საპატრიარქოში აქვთ ფესვი გადგმული, - ამის შესახებ დედა სიდონიამ ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა. 

მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იმდენად დიდი ნდობით სარგებლობდა უწმინდესისგან, შეიძლება ესეც ზოგიერთისთვის არასასურველი იყო. 

”შესაბამისად, სულ არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი თავისი პირდაპირობისთვის ჩამოიშორეს სწორედ იმ გაურკვეველმა ძალებმა, რომელთაც საპატრიარქოს შუაგულში აქვთ ფესვი გადგმული”, - განაცხადა დედა სიდონიამ. 

ამასთან, დედა სიდონიამ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. 

მისივე თქმით, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები იყო არაკომპეტენტური. 

”ხუთოსანი მოსწავლეების მდგომარეობაში აღვიქვი მე ისინი. ისეთი გახარებულები იყვნენ იმის ფონზე, როდესაც არის ამდენი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული ინფორმაციები.

ყველა ხვდება მგონი, რომ ეს არის იაფფასიანად აწყობილი სცენარი. ამ შემთხვევაში მემგონი მათ სიხარულს საფუძველი არ ჰქონდა. თუნდაც, მათ არ ჰქონდათ უფლება განეცხადებინათ ”ციანიდი” ვის მოსაკლავად მიჰქონდათ, იმიტომ, რომ პროკურატურას ეს არ დაუდასტურებია”, - განაცხადა დედა სიდონიამ.