რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერების ავთენტურობის დადსტურება, ქრთამის მიცემა-აღების მცდელობაა.
მისი თქმით, „ეს კრიმინალური ისტერიკა პირდაპირ გადაბმულია შიზოფრენიკთან, რომელიც კიევში ზის და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს“.
ხაინდრავას განმარტებით, თავისი სიცრუით „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი შეურაცხყოფას აყენებს, როგორც საზოგადეობის, ასევე მაუწყებლის მცნებას.
„თუ ვინმე თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოკალათებულები არიან „პრავდა 2“-ში და მაგათი ხელმძღვანელი გვარამია, პრესის წარმომადგენლები არიან, მაშინ ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ. ეს შხამქიმიკატების კომბინატია, რომელიც საზოგადოებას წამლავს. კრიმინალური ფუძეც არის, კრიმინალური თავიც არის და კრიმინალური ქმედებაც არის“, - აცხადებს ხაინდრავა.
მისი თქმით, მოსამართლე ახვლედიანი ისეთივე კრიმინალია, როგორც ნიკა გვარამია.
„ის, რაც დადგინდა, არის ჭეშმარიტება, არ არის მონტჟი, ეს არის ქრთამის მიცემა-აღების მცდელობა. მგონია, ძიებამ უნდა დაადასტუროს, რომ ეს პროცესი შედგა. ახვლედიანის ქმედებები, რომელიც აქეთ მემუქრებოდა სასამართლოში ჩივილით, და სინამდვლილეში რა საქმიანობით იყო გართული, ყველამ კარგად დავინახეთ. უმარტივესი კითხვაა, საიდან ჰქონდა 800 ათასი დოლარი? რადგან იმ სესხზე, რაზეც ის საუბრობს, მერეა გაკეთებული და გადახდილი. საიდან ქონდა ეს თანხა თუ დაასაბუთებს, მაშინ საზოგადოება იფიქრებს რომ წესიერი კაცია, მანამდე აბსოლუტურად ნათელია, რომ კაცი კრიმინალია, ისევე როგორც გვარამია“, - განაცხადა ხაინდრავამ.