ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმა, კიმ ჩენ ნამი მალაიზიის აეროპორტში მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო Yonhap-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის საკაბელო ტელეარხმა Chosun-მა სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსით მოკლა. ტელეარხის ინფორმაციით, თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სააგენტო Reuters იუწყება, რომ მალაიზიის პოლიცია კიმ ჩენ ნამის სიკვდილის ფაქტს ჯერ არ ადასტურებს.
„ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე კუალა-ლუმპურას აეროპორტიდან ჰოსპიტალიზირებული იყო, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მისი ვინაობა დგინდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა.