მამა გიორგი მამალაძის თქმით, გავრცელებული წერილის შინაარსი, ჰგავს იმ წერილების შინაარსს, რომლითაც წმინდა სინოდისა და პატრიარქისთვის არაერთხელ მიუმართავს

მამა გიორგი მამალაძის თქმით, გავრცელებული წერილის შინაარსი, ჰგავს იმ წერილების შინაარსს, რომლითაც წმინდა სინოდისა და პატრიარქისთვის არაერთხელ მიუმართავს

მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ იმ წერილის შინაარსი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ჰგავს იმ წერილების შინაარსს, რომლითაც მას წმინდა სინოდისა და პატრიარქისთვის არაერთხელ მიუმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

ფანცულაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ”რუსთავი 2”-ის ეთერში გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობას ამ დროისთვის ფიზიკურად ვერ დაადასტურებს, რადგან წერილი პირადად არ უნახავს.

”უშუალოდ ამ წერილს რაც შეეხება, ამ წერილის ავთენტურობას ფიზიკურად ვერ დაადასტურებს, რადგან ამ წერილს არ გაცნობია. მე გავაცანი შინაარსი და თქვა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებით არაერთხელ მიუმართავს სინოდისთვის და პატრიარქისთვის 2015 წლის დეკემბრიდან. ისიც დაადასტურა, რომ რეაგირება არ ჰქონდა ამ ყველაფერს და მისი ბოლო განცხადება იყო, რომ რადგან რეაგირება არ ხდება, თანამდებობიდან გადამდგარიყო”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება წერილში ნახსენებ ზეწოლას მეუფე იაკობისგან, ადვოკატის თქმით, დეკანოზს მასთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა როგორც ფანცულაია აღნიშნავს, მამა გიორგი მამალაძემ უთხრა, რომ მის მიერ გაგზავნილ წერილებზე დადებითი პასუხები არ მიდიოდა და ”გარკვეული პირები ხელოვნურად ბლოკავდნენ ამ ყველაფერს”.