ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს.
როგორც უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნიკა გვარამიას დაკავებით, ან დროებითი განეიტრალებით ტელეკომპანია ”რუსთავი 2” „სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს თავს“.
”დღევანდელი განცხადებების შემდეგ უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ყველა ხვდება, რომ ”რუსთავი 2”-ის საკითხის გადაწყვეტა დღეების ამბავია. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დაკავებას, ისეთი აბსურდული საქმით, როგორიც დღეს არის. ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაგეგმეს - ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით ”რუსთავი 2”-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით. ”რუსთავი 2”-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ”რუსთავი 2”-სთვის. არც ერთი, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა. ამ სცენარის დასასრული მინდა გითხრათ წინასწარ, ”რუსთავი 2” ისევ ეთერში იქნება, ნიკა გვარამია თავისუფალი და თქვენ სად იქნებით ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.