„თიბისი ბანკი“ მაქსიმალურად ცდილობს, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრებს საბანკო სესხების ვადებთან დაკავშირებით შეღავათი გაუწიოს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის რამდენიმე მილიონი ლარის პორტფელი და დაზარალებულებთან ინდივიდულური შეხვედრები დღესაც გრძელდება.
„თიბისი ბანკმა“ იმავე დღეს გააკეთა განცხადება, დავიწყეთ ინდივიდუალური შეხვედრები. ჩვენი ანალიზით ეს არის რამდენიმე მილიონი ლარის პორტფელი და დღესაც გრძელდება ინდივიდულური შეხვედრები. მაქსიმალურად ვცდილობთ შეღავათი გავუწიოთ ვადებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ოპტიმალურად ორივე მხარის ინტერესი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.