ხათუნა გოგორიშვილი:  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლა ვაიძულოთ

ხათუნა გოგორიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლა ვაიძულოთ

ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ მოხდეს პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდაცია და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლა ვაიძულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.

გოგორიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის საკითხზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში უმრავლესობის წევრების მხრიდან, ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია ისმის.

”ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება შეელიოს მაჟორიტარულ სისტემას, რადგან ფაქტია, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 48% მიიღეს და პარლამენტში აქვთ მანდატების 77%. ეს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის დამსახურებაა. ამიტომაც არის უმრავლესობა მაჟორიტარულ სისტემას ჩაჭიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ სისტემის შეცვლა ვაიძულოთ”, - აღნიშნა გოგორიშვილმა.