19 თებერვალს „რუსთავი 2“ აქციას გამართავს

19 თებერვალს „რუსთავი 2“ აქციას გამართავს

„რუსთავი 2“ 19 თებერვალს აქციას გამართავს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება, „რუსთავი 2”-ის, თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის ბედი. ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია იქეთკენ არის მიმართლი. ამიტომ ჩვენ, „რუსთავი 2“-ელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება - კვირას, 14:30 საათზე, ძველი პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით ვიდგებით იქ ყველანი და მოვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც ძვირფასია „რუსთავი 2“, მაგრამ მათაც, ვისაც „რუსთავი 2“ არ მოსწონს, მაგრამ მიაჩნია, რომ მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. გიწვევთ ყველას, ერთად გავაპროტესტოთ უკანონობა. მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე - ჩვენ მაინც ვიქნებით ბევრნი“, - განაცხადა გვარამიამ.