განუმეორებელი ჯეიმსი

განუმეორებელი ჯეიმსი

ჟურნალ Entertainment Weekly–ის მიერ აჩტარებული გამომკითხვის შედეგად,  ლეგენდარული მსახიობის – შონ კონერის მიერ შესრულებული ჯეიმს ბონდი, აღიარეს მსოფლიო ყველა დროის საუკეთესო გმირად პოპ–კულტურაში.

რეიტინგის შემდგენლებმა ეს ახსნეს იმ ფაქტორით, რომ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ჟანრი წარმოუდგენელია ამ გმირის გარეშე, ამას გარდა "ბონდიანა" ყველაზე ხანგრძლივ “კინოფრანშიზად“ ითვლება, რომელმაც ყველანაირ დროს გაუძლო.

მეორე ადგილი დაიკავა ცნობილმა არქეოლოგმა და თავგადასავლების მოყვარულმა ინდიანა ჯონსმა, ჰარისონ ფორდის შესრულებით. აღსანიშნავია, რომ ჰარისონ ფორდის მიერ შესრულებულმა მეორე გმირმა – ჰან სოლომ ორიგინალური ტრილოგიიდან "ვარსკვლავეთის ომები", აგრეთვე ათეულში საპატიო ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე კრისტოფერ რივზის სუპერმენი გავიდა. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა:

4. ჰარი პოტერი – მსახიობი დენიელ რედკლიფი

5. ელენ რიპლი – მსახიობი სიგურნი უივერი

6. ჯონ მაკლეინი – მსახიობი ბრიუს უილისი

7. ჰან სოლო – მსახიობი ჰარისონ ფორდი

8.ბაფი–ვამპირების შემმუსვრელი – მსახიობი სარა მიშელ გელარი

9. რობინ ჰუდი – მსახიობი ეროლ ფლინი

10. ადამიანი–ობობა – მსახიობი ტობი მაგუაიერი