დავით უსუფაშვილი:   ოპტიმიზაცია ჯარში იყო საჭირო

დავით უსუფაშვილი: ოპტიმიზაცია ჯარში იყო საჭირო

ოპტიმიზაცია ჯარში იყო საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაციის საკითხზე კომენტირების დროს განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეიარაღებულ ძალებში ვითარება "გადმობრუნებული პირამიდის" მსგავსი იყო - მაღალი წოდების მქონე პირები ბევნი იყვნენ დაბალი რანგის პირებთან შედარებით, რაც არასწორია.

"შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი. ყველამ კარგად იცის, რომ ჯარი არის ისეთი ორგანიზაცია, სადაც პოლკოვნიკების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს კაპიტნების რაოდენობას.

ბევრია რიგითი, მერე სერჟანტი, შემდეგ სხვა და გენერალია ცოტა.

ჯარში გვქონდა ვითარება, როცა ეს შედარებები იყო წარმოუდგენელი. რამ გამოიწვია და საიდან მოვიდა, ეს ცალკე თემებია. არც სახელმწიფო საიდუმლოებაა, ყველასთვის ცნობილია და მეც ვიცი, რომ საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად, უწყება სულ 2 250 პირმა დატოვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან გათავისუფლდა 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი, შეიარაღებული ძალებიდან 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი.