გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიერ ევროსაბჭოსთვის შეთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატები „სრულფასოვანი და კარგია“

გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიერ ევროსაბჭოსთვის შეთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატები „სრულფასოვანი და კარგია“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიერ ევროსაბჭოსთვის შეთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატები იყო კარგი და სრულფასოვანი.

“მიღებული გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს ჰქონდა საკუთარი შეხედულება, რომელიც დახურულ კარს მიღმა განიხილეს. დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ვერავინ წარმოადგენს. შეიძლება მოსაზრებების, დაშვებების გამოთქმა, იყო ევა გოცირიძის განცხადება, სახალხო დამცველის, ჩემი აზრით, შეუსაბამო განცხადება, მაგრამ რეალობაში სხდომა დახურული იყო და არ ვიცით, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება. ევროსაბჭოს, მთელი ამ სტუქტურის მიზანი არის, არ მიაყენოს ჩრდილი ქვეყნის ავტორიტეტს. ჩვენ უფრო მეტს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ წარდგენილი კანდიდატები არაჯეროვანი იყო, ვიდრე საერთაშორისო სტრუქტურები. მათ თავის მოსაზრება აქვთ, ჩვენს სახელწიფოს - თავისი. ასე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ავტორიტეტს. უნდა ითქვას, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება წარდგენილი კანდიდატურების ავტორიტეტში ან მათ მომზადებაში, ამის თაობაზე საკუთარ შეხედულებებზე ილაპარაკოს და ნუ ვითხოვთ უარყოფით შეფასებებს ევროსაბჭოსგან. კანდიდატურები სრულფასოვანი და კარგია“, - განაცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ევროსაბჭოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სია “ჩააგდო“. საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები შესთავაზა.