მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გია ვოლსკის შეფასებით, ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს “ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული, უსაფუძვლოა.
“საკითხის ლოგიკიდან გამომდინარე, ადამიანის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველანაირი პრაგმატული შეფასებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ვინმემ დაუშვას, ამ ზომისა და ამ წონის უბედურება მოახდინოს, ამდენი ადამიანი ზარალში ჩააგდოს და ამაში რაღაც ბიზნესინტერესი ჰქონდეს, როცა ქვეყანას, სახელმწიფოს ამდენი პრობლემა აწევს ზურგზე - “კარფური“ იქნება თუ სხვა სავაჭო ორგანიზაცია აქედან რაიმე შედეგს მიიღებს... ეს მოსაზრება და ბრალდება, არამხოლოდ უსაფუძვლო მგონია, არამედ ვისაც ის თავში გაუჩნდა, არის ავადმყოფური, მიმართული იქითკენ, რომ ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს უსაფრთხოების თემას. ადამიანები, ვინც ამ იდეას აჟღერებენ ან პოლიტიკურად არიან მოტივირებული ან საერთოდ მოცილებული იმ რეალობას, რაც საქართველოში გაგვაჩნია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება საკითხის სპეციალური განხილვა და ზარალის დათვლა.
“ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ არ არიან მარტო დარჩენილი საკუთარი ბედის წინაშე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.