როდესაც იქნება საგნობრივი საფუძველი, უმრავლესობა თავადვე იქნება ინიციატორი ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ”ევროპული საქართველოს” ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომლითაც ისინი ინტერფრაცქიული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე სტრატეგიულ ობიექტებზე გაფორმებულ გარიგებებს შესწავლის.
”მსგავსი ჯგუფების შექმნის აუცილებლობა თუ იქნება, მე და უმრავლესობა ვიქნებით ამის ერთ-ერთ ინიციატორი.
რაც შეეხება ”გაზპორმთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას, რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იყო, გასაჯაროვდა, კომერციული საიდუმლოება კი, რომელიც დანერგილი პრაქტიკაა, ბუნებრივი ამბავია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და ამაზე დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.