ცნობილი გახდა რომ რინგო და მისი ჯგუფი „All-Starr Band” უახლოეს დღეებში მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.
ცნობილი მუსიკოსი პირველ კონცერტს 14 ივნისს, აშშ-ის ქალაქ ონტარიოს ერთ-ერთ კაზინოში ჩაატარებს.
საკუთარ დაბადების დღეს რინგო ქალაქ ნეშვილში შეხვდება და „Ryman Auditorium”-ის დარბაზში სპეციალურ ღონისძიებას გამართავს.
ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში ყოფნისას, ქალაქ ლოს-ანჯელესში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში რინგო ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებს. ეს ნამუშევარი გაყიდვაში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.