ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, - ამის შესახებ ”ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულიმ ”ევროპული საქართველოს” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯოზეფ დაული დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიასა და გიგი წერეთელს ბრიუსელში შეხვდა.
"დღეს შევხვდი დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, გიგი წერეთელსა და გიგი უგულავას, მათ წარმომიდგინეს საკუთარი ახალ პოლიტიკური პროექტი "ევროპული საქართველო". მოხარული ვარ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ნახვით, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა 2,5 წლიანი პატიმრობიდან. ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი", - წერს EPP-ს პრეზიდენტი ჯოზეფ დაული, რომლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.