აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და იენს სტოლტენბერგმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და იენს სტოლტენბერგმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, - იუწყება პენტაგონის პრესსამსახური.
”მეტისმა და სტოლტენბერგმა ჩვენი საერთო ღირებულებების მნიშვნელობა განიხილეს. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მოკავშირეების ძებნას ამ ღირებულებების დასაცავად ყოველთვის ევროპიდან იწყებდა“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა. 
დევისმა ასევე აღნიშნა, რომ მეტისს თავიდანვე სურდა სატელეფონო საუბარი
ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რათა „ხაზი გაესვა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ის ალიანსს ანიჭებს“. 
ასევე ცნობილი გახდა, რომ მეტისი და სტოლტენბერგი შეთანხმდნენ პირად მოლაპარაკებებზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც თებერვალში გაიმართება.