უმრავლესობის ახლად შექმნილი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია იქნება

უმრავლესობის ახლად შექმნილი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია - „ქართული ოცნება - მწვანეები“ იქმნება, რომელსაც გიორგი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის მოადგილე კი ზაზა გაბუნია იქნება. 
გაბუნიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ბეგაძე, დიმიტრი მხეიძე და სამველ მანუკიანი გია გაჩეჩილაძესთან ერთად ქმნიან უმრავლესობის კიდევ ერთ ფრაქციას "ქართული ოცნება - მწვანეები".

"ქართული ოცნების დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ბეგაძე, დიმიტრი მხეიძე და სამველ მანუკიანი, გია გაჩეჩილაძესთან ერთად ვქმნით უმრავლესობის კიდევ ერთ ფრაქციას "ქართული ოცნება - მწვანეები", რომლის ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე იქნება, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ჩვენი გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით მე დავიკავებ. ფრაქციის მდივანი ირაკლი აბუსერიძე იქნება. ეს არ იქნება პარტიული ფრაქცია, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ უმრავლესობის წიაღშივე შექმნილი ფრაქცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენს სხვა ფრაქციებთან და დეპუტატებთან ერთად, თავის ძალისხმევას გაიღებს და წვლილს შეიტანს ჩვენს მიერ, "ქართული ოცნების" მხრიდან მოსახლეობის მიმართ გაცემული დაპირებების შესრულების საქმეში", - აცხადებს ზაზა გაბუნია.

ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო.