საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია - „ქართული ოცნება - მწვანეები“ იქმნება, რომელსაც გიორგი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციაში ერთიანდებიან უმრავლესობის მაჟორიტარები - ზაზა გაბუნია, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი მხეიძე, გიორგი ბეგაძე და სამველ მამუკიანი.
ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო დღესვე ცნობად მიიღებს.