”ნაციონალური მორაობის” ფრაქცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და მებრძოლი ძალა პარლამენტში

”ნაციონალური მორაობის” ფრაქცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და მებრძოლი ძალა პარლამენტში

”ნაციონალური მორაობის” ფრაქცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და მებრძოლი ძალა პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა. 

ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ”ეს ფრაქცია იქნება ხალხის ნების გამომხატველი პარლამენტში. მას ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი. ვიქნებით დელეგაციებში, გვეყოლება ვიცე-სპიკერი. ეს ფრაქცია მთლიანობაში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და მებრძოლი ძალა იქნება პარლამენტში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.