ჩემი პირადი, ანა დოლიძის მოსაზრებით, კარგის გარდა არაფერი მეთქმის მანანა კობახიძეზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია, ანდობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობას მანანა კობახიძეს.
”უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ანდობს თუ არა ამ მნიშვნელოვან პოზიციას ქალბატონ მანანას. ჩემი პირადი, ანა დოლიძის მოსაზრებით, კარგზე კარგის გარდა არაფერი მეთქმის ქალბატონ მანანა კობახიძეზე”, - განაცხადა ანა დოლიძემ.