საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შს და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას მოითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, დღეს უმცირესობა ამ საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
”ჩვენ დღეს სპეციალურად ვესწრებით ბიუროს სხდომას იმისთვის, რომ მოვითხოვოთ კატეგორიულად შს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოყვანა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. გარდა იმისა, რომ მთავრობამ უნდა მოგვაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ჩვენი სამხედროს პერსონალური ინფორმაცია ჩვენი მტერი ქვეყნის ბაზაში, ჩვენი სახელმწიფოს რეაგირებაზეა დამოკიდებული, გადასცემენ თუ არა რუსეთს. მთავრობის რეაქციები ნიშნავს, რომ ჩვენს ღირსებასთან ერთად ამ ადამიანის ბედს ვაბარებთ მტერ სახელმწიფოს”, - განაცხადა ხოშტარიამ.