ალბანეთში TIKA-ს მიერ გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს

ალბანეთში TIKA-ს მიერ გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს

თურქეთში დაფუძნებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ ალბანეთში გახსნილი სკოლის მასწავლებელი ISIS-ის პროპაგანდის გამო დააპატიმრეს. ეს შემთხვევა, ევროპის და მსოფლიოს მედიამ ვრცლად გააშუქა.

″ISIS-ი და ალ-ქაიდა ცუდი ორგანიზაციები არ არიან, ისინი სირიაში, ერაყში და ეგვიპტეში მუსულმანებს იცავენ″ - ამბობს ემინე ალუში.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ მასწავლებელი დააპატირმეს, მას 10  წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზეთებმა, რელიგიური განათლების მიმცემი აღნიშნული სკოლის მასწავლებლის ემინე ალუშის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ISIS-ის და ალ-ქაიდას განდიდებით ხსენება სკანდალად შეაფასეს.

ინფორმაცია, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ისეთ წამყვან მედია საშუალებებში გაშუქდა, როგორიცაა საინფორმაციო სააგენტო ANSA, Associated Press, Washington Post, Fox News, China.org და ესპანური El Paso.

მასწავლებლის და სკოლის შესახებ ალბანეთის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ მიუღებელია და საჭიროებისამებრ სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება.

ბოლო წლებში, ევროპის და განსაკუთრებით იტალიური მედია ალბანეთში, განსაკუთრებით სოფლად ISIS-ის საფრთხის გავრცელებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

წყარო: 1) http://turkeypurge.com/turkish-govt-funded-imam-hatip-teacher-recorded-praising-isil-in-classroom

2) http://dunyanews.tv/en/World/371234-Albanian-teacher-hel

3) https://www.washingtonpost.com/world/europe/albanian-teacher-arrested-for-pro-is-propaganda/2017/01/19/add69bf2-de3a-11e6-8902-610fe486791c_story.html?postshare=4911484944072905&tid=ss_tw&utm_term=.0a1a361df207