ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე იქნება

ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე იქნება

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე იქნება. 

”მანანა კობახიძეს ვიცნობ, როგორც ძალიან მაღალი რეიტინგის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ვიცნობ, როგორც საკმაოდ კომპეტენტურ დეპუტატს. ჩემი აზრით, კობახიძე კარგი მოსამართლე იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ დემეტრაშვილმა. 

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” საკუთარი გუნდის წევრი მანანა კობახიძე დაასახელა.