ნიკა მელია:  პარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს

ნიკა მელია: პარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს

”ნაციონალური მოძრაობის” ახალი გენერალური მდივნის არჩევის მიზნით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მელიამ ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.

”ეს არის პოლიტიკური საბჭოს გადასაწყვეტი, ვინ იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი გენერალური მდივანი ან საერთოდ გაუქმდება თუ არა პარტიაში ეს პოზიცია. ერთპიროვნულად გადაწვეტილებას მე ვერ მივიღებ. პოლიტიკური საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება ცენტრალურ ოფისში და გადაწყვეტილება ადგილზე იქნება მიღებული”, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს.