ანრი ჯოხაძის მეორე რეპეტიცია კრისტალ ჰოლში (VIDEO)

ანრი ჯოხაძის მეორე რეპეტიცია კრისტალ ჰოლში (VIDEO)

2012  წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველმა მონაწილემ ანრი ჯოხაძემ ბაქოს „კრისტალ ჰოლის“ სცენაზე მეორე რეპეტიცია გაიარა. ევროვიზიის ქართველი მონაწილეები სცენაზე კოსტიუმებით წარდგნენ. ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტებისთვის კოსტიუმები კანადაში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა გიო გაუდეტმა (Gio Gaudet) შექმნა. ანრი ჯოხაძის და ბექ ვოკალისტების - სასცენო აქსესუარებზე ცნობილმა დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა (Patuna Bushyhead) იზრუნა. ანრის ფეხსაცმლის დიზაინი ფატუნა ბუშიჰედს ეკუთვნის; ბექ ვოკალისტების ფეხსაცმლის დიზაინერი კი თამარ არეშიძეა.

ანრი სცენაზე ბექ ვოკალისტების ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის, ნინი შერმადინის და მაგდა ჯოხაძის თანხლებით გამოვიდა. სასცენო გამოსვლაში პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდა. სცენოგრაფიაზე ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა.

რეპეტიციის შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალზე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 ნომრად იმღერებს.