სამებაში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამებაში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამების საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს 800-მდე ბავშვი გახდება.

სამების საკათედრო ტაძარში 47-ე საყოველთაო ნათლობა 18:00 საათზე დაიწყო. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობები გადაეცემათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება. ის მრევლს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.